65 ორგანიზაცია პარლამენტს მიმართავს, მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისია შექმნას

65 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის გატაცების საქმესთან დაკავშირებით, რადგან ფერხდება ამ საქმის გამოძიების პროცესი.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიბარონ შესაბამისი უწყებების პირველი პირები, რადგან 2 თვე გავიდა და გამოძიება დასრულებული არაა, ხოლო აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში პატიმრობაში იმყოფება.

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ საქმე გამოეძიებინათ. პროცესის გაჭიანურება კი ლახავს ქვეყნის იმიჯს, რადგან ევროსასამართლოს რეზოლუციაშიც აფგან მუხთარლის საქმეზე, ცალსახადაა მითითებული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნათელი უნდა მოჰფინოს იმას, თუ როგორ მოხვდა ჟურნალისტი თბილისიდან ბაქოში.

განცხადებას ხელს აწერენ:

1. ლიბერალური აკადემია თბილისი
2. თავისუფალი არჩევანი
3. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
4. ევროპის ფონდი
5. ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”
6. რონდელის ფონდი
7. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
8. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება
9. საქართელოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
10. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
11. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
12. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი
13. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
14. სტუდია რე
15. ახალგაზრდული ალტერნატივა
16. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
17. საზოგადოებრივი განვითარების აკადემია
18. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის
კვლევების ინსტიტუტი
19. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
20. სამოქალაქო განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი
21. ასოციაცია “სკოლა-ოჯახი-საზოგადოება”
22. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის
23. საქართველოს პრესის ასოციაცია
24. წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი “ემპათია“
25. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
26. გადავაჩინოთ მომავალი თაობა
27. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს კომიტეტი
28. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
29. ასოციაცია „თანხმობა“
30.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
31.ასოციაცია ,,დეა”
32. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
33. ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
34. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”
35. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი
36. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
37. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები
38. ადამიანის უფლებათა ცენტრი
39. სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი
40. რეპატრიანტთა კავშირი
41. ახალგაზრდული ასოციაცია დრონი
42. კვლევების ტექნოლოგიების და ინოვაციების ხელშემწყობი საერთაშორისო
ცენტრი
43. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
44. საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია
45. კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი “სოხუმი”
46. მეგობრობის ხიდი ქართლოსი
47. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრი
48. კავშირი გარემოს დაცვის საერთაშორისო კვლევითი ცენტრი
49. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი
50. ფონდი “კავკასიის ეკოლოგია”
51. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
52. მეწარმე ქალთა ფონდი
53. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
54. მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
55. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის
56. მეწარმე ქალთა ფონდი
57. ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი
58. საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი
59. საქართველოს ასოციაცია ”ქალი და ბიზნესი”
60. ასოციაცია ათინათი
61. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
62. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
63. კავკასიური მოზაიკა
64. პედაგოგთა კავშირი ,,განათლება და სამყარო“
65. ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო

აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო გამოძიება შსს-მ დაიწყო 30 მაისს, მუხთარლის ცოლის, ლეილა მუსტაფაევას განცხადების საფუძველზე. მუხთარლი ამბობს, რომ ის თბილისიდან გაიტაცეს ადამიანებმა, რომლებსაც ეცვათ საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის ფორმები. მისი თქმით, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე, სადაც დააპატიმრეს. აზერბაიჯანის საგამოძიებო უწყების ცნობით, მუხთარლიმ თვითონ გადაკვეთა საზღვარი, სადაც ის დააკავეს კონტრაბანდული ფულის გადატანის ბრალდებით.

მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. მუხთარლის საქმის გამოძიებას პროკურატურის მიერ ითხოვდა დაკავებულის ოჯახი, თუმცა პროკურატურამ ეს საქმე მუხთარლის გატაცებიდან 1.5 თვის შემდეგ გადაიბარა. გუშინ, 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com