საგარეო: Booking.com-ზე აფხაზეთის რეგიონს საქართველო მიეთითა

​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება წლებია მუშაობს კომპანია Booking.com – თან, შედეგად კი “ვებგვერდის 40-მდე სხვადასხვაენოვან ვერსიაში, search-ის ფუნქციაში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და მის ყველა ქალაქს გვერდით საქართველო მიეთითა”.

“ეს ფუნქცია გასასწორებელი დარჩა მხოლოდ რამდენიმე ენაზე. კომპანიასთან მუშაობის შედეგად, ახლახან შევთანხმდით, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედება ვებგვერდის ყველა ტექნიკური ხარვეზი, რაც აფხაზეთის, როგორც ქვეყნის, რაიმე ფორმით ხსენებას უკავშირდება, და გასწორდება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

ამავე მიმართულებით  ვმუშაობთ კომპანია Airbnb-თანაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა შემთხვევაზე, როცა ამა თუ იმ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები მოცემულია ქვეყნების ჩამონათვალში. უმეტეს შემთხვევებში ეს არის ტექნიკური ხარვეზი. სწორედ ამიტომ, ყველა იმ შემთხვევაში, როცა უწყება უკავშირდებაკომპანიებს, ისინი ასწორებენ  ვებგვერდზე არსებულ ხარვეზებს. ცხადია, არ იგულისხმება რუსული ვებგვერდები”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

Screen Shot 2017-05-07 at 10.05.57 PM

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი