აუდიტორია #115-მა თსუ-ის მეექვსე კორპუსი დაიკავა

აუდიტორია115-ის 20-მდე წევრი თსუ-ის მე-6 კორპუსის შენობაში შევიდა, მე-6 კორპუსი პიკეტირებულია. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ისინი არ აპირებენ, თვითმმართველობას არჩევნების ჩატარების საშუალება მისცენ. მათი მოთხივნით, ხვალ უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები არ უნდა ჩატარდეს.

კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული. ნეტგაზეთის კითხვებს პოლიციის თანამშრომლები არ პასუხობენ.
თსუ–ს მეექვსე კორპუსი აუდიტორია 115–მა დაიკავა, ფოტო: ლუკა პერტაია. 24.11.2016

თსუ–ს მეექვსე კორპუსი აუდიტორია 115–მა დაიკავა, ფოტო: ლუკა პერტაია. 24.11.2016

25 ნოემბერს თსუ-ში დაგეგმილია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები. სტუდენტების ნაწილი წლებია აპროტესტებს თვითმმართველობის არსებულ მოდელს. მათ შორისაა აუდიტორია 115.

სტუდენტური გაერთიანება მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შეთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები.

აუდიტორია 115 ასევე მოითხოვს, რომ თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით; ასევე, დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი.

გარდა ამისა, ისინი სტუდენტური საერთო საცხოვრებელის სრულად რეაბილიტირებასა და მეცნიერების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ.

აუდიტორია #115-ის წევრი გიორგი სოფრომაძე ინტერვიუს აძლევს შიგნიდან ჩაკეტილი მე–6 კორპუსის შენობიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/24.11.2016

აუდიტორია #115-ის წევრი გიორგი სოფრომაძე ინტერვიუს აძლევს შიგნიდან ჩაკეტილი მე–6 კორპუსის შენობიდან. ფოტო: გიორგი დიასამიძე/24.11.2016

მე-6 კორპუსის უკანა შესასვლელთანაც მობილიზებულია პოლიცია, თუმცა სტუდენტებს ეს შესასვლელიც ბლოკირებული აქვთ. ფოტო: ლუკა პერტაია. 24.11.2016

მე-6 კორპუსის უკანა შესასვლელთანაც მობილიზებულია პოლიცია, თუმცა სტუდენტებს ეს შესასვლელიც ბლოკირებული აქვთ. ფოტო: ლუკა პერტაია. 24.11.2016

აუდიტორია 115–მა თსუ–ს მე–6 კორპუსი დაიკავა და კარზე პლაკატები გააკრა. ფოტო: გიორგი დიასამიძე. 24.11.2016

აუდიტორია 115–მა თსუ–ს მე–6 კორპუსი დაიკავა და კარზე პლაკატები გააკრა. ფოტო: გიორგი დიასამიძე. 24.11.2016

აუდიტორია 115–მა თსუ–ს მე–6 კორპუსი დაიკავა. ფოტო: გიორგი დიასამიძე. 24.11.2016

აუდიტორია 115–მა თსუ–ს მე–6 კორპუსი დაიკავა. ფოტო: გიორგი დიასამიძე. 24.11.2016

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გიორგი დიასამიძე, ლუკა პერტაია