ახალი ამბები

ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის განმარტებები სამოსთან დაკავშირებით [ფოტო]

23 ივლისი, 2016 • 3989
ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტის განმარტებები სამოსთან დაკავშირებით [ფოტო]

დღეს, 23 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ პარკში ოლიმპიური ფიცის დადებისა და საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონია გაიმართა, სადაც სპორტსმენები “სამოსელი პირველის” შეკერილი ტანსაცმლით წარდგნენ. სპორტსმენთა სამოსის დიზაინს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.

ქართველი სპორტსმენების ჩაცმულობაზე ნეტგაზეთი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველ ვიცეპრეზიდენტს, ელგუჯა ბერიშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია “სამოსელ პირველთან” კონტრაქტის გაფორმება, ბერიშვილი ამბობს:

“ე.ი. სხვა უფრო საინტერესო დღეს არაფერი არ მომხდარა, როგორც ჩანს. არ არის პრობლემა, უბრალოდ, მე არ ვიყავი ამ ამბავში ჩართული. ყველას თავის ფუნქცია აქვს კომიტეტში. ჩვენთვის მთავარია სპორტი და წარმატება ოლიმპიადაზე. რა ეცვათ და როგორ, მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი სხვა რამაა ოლიმპიადაზე. მე თვითონ ჟურნალისტი ვარ მთელი ცხოვრება და უცხო არ არის ეს ამბავი ჩემთვის, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ ხდება ასე. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში შეკერილიყო და ქართულ კომპანიას [სამოსელი პირველი] შეეკერა. მე მგონი, ლოგიკურია. გვინდოდა, აქ დახარჯულიყო ის ფული და საერთოდ, ქართული სამოსი საქართველოში უნდა შეკერილიყო.”

ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი ამბობს, რომ სამოსელი პირველის გარდა, სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუმცა საბოლოოდ ამ მაღაზიაზე გაკეთდა არჩევანი. ელგუჯა ბერიშვილის თქმით, მან არ იცის, კონკრეტულად რა ოდენობის თანხა მიიღო მაღაზიამ ოლიმპიური კომიტეტისგან.

ოლიმპელთა ჩაცმულობა როგორ ზუსტად გამოხატავს ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელობას. ნიჭი უნდა ამის ასე ზუსტად გადმოცემას.
მაგალ…

Posted by Giorgi Mshvenieradze on Saturday, July 23, 2016

ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებზე 13 სახეობაში 39 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობაა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშედ ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი აირჩიეს.

საქართველოს დელეგაციის ფორმები ბრაზილიის ოლიმპიადაზე. ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი