ახალი ამბები

სოფი ლორენი თბილისშია

14 ივნისი, 2016 • 2758
სოფი ლორენი თბილისშია

მსახიობი სოფი ლორენი უკვე თბილისშია. შესაბამისი ფოტომასალა ფეისბუკში მეცოსოპრანო ნინო სურგულაძემ გამოაქვეყნა. ლეგენდარული მსახიობი სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” ღონისძიებაში საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

15 ივნისს ამ ფონდის ეგიდით საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

თბილისში უკვე იმყოფებოდა სოფი ლორენის ვაჟი, ცნობილი დირიჟორი, კარლო პონტი. მან მიმდინარე წლის 9 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორა.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 2014 წელს დაფუძნდა. ფონდი პერიოდულად მართავს საქველმოქმედო ღონისძიებებს და შემოსული თანხით სოციალურად დაუცველი ბავშვების მკურნალობას აფინანსებს.

სოფი ლორენი და ნინო სურგულაძე, თბილისი, ფოტო: ნინო სურგულაძის ფეისბუკის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი