ახალი ამბები

კალაძე: ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ცდილობს დაძაბოს სიტუაცია

22 მაისი, 2016 • 1164
კალაძე: ნაციონალური მოძრაობა ხელოვნურად ცდილობს დაძაბოს სიტუაცია

პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საქართველო ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ არ აყვნენ ოპონენტების მიერ მოწყობილ პროვოკაციებს. კალაძე სოფელ კორცხელში “ქართულო ოცნების” მხარდამჭერებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ოპონენტების პროვოკაციულ ქმედებად აფასებს:

“ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ აბსოლუტურად ყველა საარჩევნო უბანზე. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია გარკვეულ უბნებზე. აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისაგან, რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ჩვენ, “ქართული ოცნება” ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, რადგან “ქართული ოცნების” ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში. საქართველომ მთავარი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩატარებული ყველა არჩევნები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს.

დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი