ახალი ამბები

სოფელ იელში ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა

11 მაისი, 2016 • 5575
სოფელ იელში ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერდა

სვანეთის სოფელ იელში ოქროს მოპოვებითი სამუშაოები მოსახლეობის პროტესტის გამო შეწყდა, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო ადგილზე ვითარებას სწავლობს.

“მწვანე მუშტის” წევრის, მაქი კვიციანის ინფორმაციით, რომელიც მას ადგილობრივებმა მიაწოდეს, სოფელში ამჟამად სტაბილური ვითარებაა. მისი თქმით, აქცია გუშინ, 10 მაისს გაიმართა, რომელშიც ზემო სვანეთის თითქმის ყველა თემის მცხოვრები მონაწილეობდა.

“მოსახლეობა ირწმუნება, რომ პროექტის არეალი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ იელის ტერიტორია. ამ შემთხვევაში, მთელ ენგურის ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ვრცელდება. აქედან გამომდინარე, რეაგირების ზღვარი მაღალი იყო საზოგადოებაში”, – ამბობს მაქი კვიციანი.

მაქი კვიციანის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს, შეწყდეს წიაღისეულის მოპოვება და მოითხოვენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ შეისწავლოს, რამდენად კანონიერად მოიპოვებდა წიაღისეულს კომპანია.

მაქი კვიციანის თქმით, სოფელ იელში ერთ კვირის წინ შეიყვანეს ტექნიკა და ადგილზე, სავარაუდოდ, დაზვერვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. სამუშაოებს კომპანია “ოპტიკალ სისტემს, ინკ” ახორციელებდა. თუმცა 10 მაისს მოსახლეობამ მოსთხოზვა მუშებს, სამუშაოები შეეჩერებინათ. ისინი მათ მოთხოვნას დაყვნენ და სოფლიდან ტექნიკაც და მუშებიც გამოვიდნენ.

მაქი კვიციანის თქმით, გარემოს ზიანი უკვე აქვს მიყენებული, რადგან გადათხრილია სოფელ იელის მიმდებარე ტერიტორია.

გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ადგილზე მისული არიან სამინისტროს სპეციალისტები, რომლებიც აწარმოებენ აზომვით სამუშაოებს. ამ სამუშაოებით უნდა დადგინდეს, ხომ არ არის რამე ტიპის დარღვევა კომპანიის მხრიდან. დეპარტამენტის ცნობით, ტერიტორიის შესწავლის შემდეგ მომზადდება ანგარიში.

“ოპტიკალ სისტემს, ინკ” არის აშშ-ში რეგისტრირებული ჩინური კომპანია, რომლის წარმომადგენლობა საქართველოს საჯარო რეესტრში 2008 წელსაა რეგისტრირებული.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ცნობით, მესტიის რაიონში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე არსებობს 15-წლიანი ლიცენზია, რომელიც გაცემულია 2005 წელს.

სვანეთის მოსახლეობა ოქროს მოპოვებას ეწინააღმდეგებიან. 10.05.2016 ფოტო: მწვანე მუშტი

მასალების გადაბეჭდვის წესი