ახალი ამბები

მოქალაქეებმა ერევანში რუსეთის საელჩოსთან აქცია გამართეს [ფოტო]

14 აპრილი, 2016 • 1387
მოქალაქეებმა ერევანში რუსეთის საელჩოსთან აქცია გამართეს [ფოტო]

სომხეთის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოსთან 13 აპრილს აქცია გაიმართა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ კრემლი სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციას ცდილობს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვით სწორედ რუსეთია დაინტერესებული, შექმნას დესტაბილიზაცია რეგიონში.

აქციის დროს რუსეთის საელჩოს პოლიციის კორდონი იცავდა, თუმცა მიტინგის ზოგიერთმა მონაწილემ მისი დარღვევა მოახერხა და შენობას კვერცხები დაუშინა.

აქცია რუსეთის საელჩოსთან ერევანში; 13.04.2016; ფოტო: ნეტგაზეთი/მარუტ ვანიანი

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები მას შემდეგ გააქტიურდა, როდესაც 2 აპრილის ღამეს კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. მალევე ბაქომ განაცხადა, რომ კონტშრეტევითი ოპერაციის დროს აზერბაიჯანმა ყარაბაღის რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავა და პოზიციების გამაგრებას ცდილობს.

8 აპრილს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ცხედრების გამოყვანის მიზეზით ახსნეს.

გაეროს მონაცემებით, მთიან-ყარაბაღში 2 და 3 აპრილს სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 200 დაზარალდა.

ორგანიზაციის მონაცემებითვე, საომარი მოქმედებები მთიანი ყარაბაღის დასახლებულ პუნქტებში – აგდენრში, მარტუნსა და გადრუთში მიმდინარეობდა, სადაც გაეროს განცხადებითვე 14,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

2016 წლის აპრილის დასაწყისში, რამდენიმედღიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, სომხეთის პრემიერმინისტრმა მორიგი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ერევანს არ მოსწონს მისი პარტნიორი რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი