ახალი ამბები

მოხეილ გიორგაძე ადასტურებს, რომ უილიამსთან და რამაზოტისთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

17 მარტი, 2016 • 1245
მოხეილ გიორგაძე ადასტურებს, რომ უილიამსთან და რამაზოტისთან მოლაპარაკება მიმდინარეობს

კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ტურიზმის ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით საქართველოში ჩამოსაყვან არტისტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მაქსიმუმ 1 კვირაში მიაწვდის.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჩამოჰყავთ თუ არა საქარველოში რობი უილიამსი და ეროს რამაზოტი, გიორგაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო პასუხი ცნობილი არ არის.

“მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს და პრაქტიკულად, როგორც გითხარით, დეტალები თანხმდება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ,  იმას, რომ ერთი, ან მეორე არტისტი ნამდვილად გამართავს კონცერტს თბილისში, დღეს ამას ოფიციალურად ვერ ვადასტურებ,”- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

გიორგაძე მოლაპარაკებების საბოლოოდ დასრულებამდე არტისტების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ  “ამჟამად შეთანხმება თითქმის მიღწეულია და ზუსტდება ტექნიკური დეტალები”.

“შეთანხმების საბოლოო მიღწევამდე  ჩვენ არ გვაქვს უფლება კონკრეტული სახელების დადასტურებულად გამოცხადების. ეს როგორც კონტრაქტის პირობებით არის გაწერილი, ასევე გარკვეულ ეთიკის ნორმად ითვლება ამ სფეროში, ამ ბიზნესში. შესაბამისად, მე დღეს კონკრეტული სახელების დადასტურებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, დიახ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პარაქტიკულად საბოლოო სტადიაში არის უკვე ის მოლაპარაკებები. ტექნიკური, ლოჯისტიკური დეტალები ზუსტდება მხოლოდ და არა პრინციპული შეთანხმებები ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში მზად ვიქნებით, სპეციალური საინფრმაციო ღონისძიება მედიისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის დავგეგმოთ და გავმართოთ, სადაც ყევლაფერზე იქნება დეტალურად საუბარი- სახელებზე, რიცხვებზე ღონისძიებების ჩატარების, მათ შორის, ბიუჯეტებზე და ა.შ,”- გაანცხადა გიორგაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი