ახალი ამბები

ანონსი – 25 აპრილი

24 აპრილი, 2014 • • 1293
ანონსი – 25 აპრილი


10:00 სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ თემაზე – „გარემოსდაცვითი სანებართვო პოლიტიკა  საქართველოში,  არსებული მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები“  კონფერენციაგაიმართება. ღონისძიებას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნაგოგალაძე და ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში ჰანს ჰორბაჩი გახსნიან.

 

მალტის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის,  ჯორჯ ველას ვიზიტი საქართველოში.

10:15 სთ – შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან;

11:00 სთ – მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია;

11:30 სთ – შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან;

12:10 სთ – შეხვედრა სახელმწიფო მინისტრთან;

15:00 სთ – შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან

10:30 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის  პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ტესტირების პროცესს გაეცნობიან. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. მისამართი: ფანჯიკიძის # 1 ა (ყოფილი ბუდაპეშტი)

11:00 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი მიცკევიჩის # 1 – ში მდებარე ავარიულ სახლს მოინახულებს და მოსახლეობას შეხვდება.

 

11:00 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორიო ნიკა ანთიძე და ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი ბოლნისისი სიონის ტერიტორიაზე არქეოგეოფიზიკური კვლევების პროცესს დააკვირდებიან.  

 

11:00 სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათადა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებს შეხვდება. შეხვედრის მიზანია „დისკრიმინაციის ყველა ფორმისაღმოფხვრის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა.

 

12:00  “პირველ პრესკლუბში” თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: წინასაარჩევნო გარემო, საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

15:00 “ქორთიარდ მარიოტის” მეორე დარბაზში  ეროვნული კინოცენტრი ერთი წლის საქმიანობას შეაჯამებს. ღონისძიებას სახელწოდებით „აპრილიდან აპრილამდე“  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრი გურამ ოდიშარია და  მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრებიან. პრეზენტაციას  ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ნანა ჯანელიძე გაუძღვება.

 

15:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის IV საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნება.

 

18:00 ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „საზოგადოებრივი ინიციატივა – ჯვარის მუნიციპალიტეტი“ ჩვენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი