ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდი: „ვაშინგტონიდან დღის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან განცხადებებს“

27 ივნისი, 2014 • 1224
რიჩარდ ნორლანდი: „ვაშინგტონიდან დღის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან განცხადებებს“

 

„რამდენადაც  ვიცი, ახლა, განრიგის მიხედვით, ბრიუსელში უნდა მიმდინარეობდეს ცერემონია და ნამდვილად, ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ვაშინგტონიდან დღის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ მნიშვნელოვან, მაღალი დონის განცხადებებს  და არ მინდა, რომ დავასწრო ამ განცხადებებს. აშშ აღიარებს ამ დღის დიდ მნიშვნელობას, რომელიც უფრო მეტად მიაახლოებს საქართველოს ევროპულ ოჯახს.“  – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

 

 

მან თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მნიშნელობასაც გაუსვა ხაზი:

 

„თქვენ იცით, რომ მთელი  მსოფლიო ყურადღება მიპყრობილია იქითკენ, თუ როგორ იქნება რეგიონში მიმდინარე მოვლენების განვითარება უსაფრთხოების ფარგლებში,  თუ როგორ იქნება მოწყობილი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და როგორ მოახერხებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველოა,  ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უსაფრთოხოებას, კონტექსტის გათვალისწინებით.

 

კონფერანენციაზე წარმოდგენიალია მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსაზრება, რომელსაც ამ დღეებში მოვისმენთ. დღეს კი შეერთეებული შტატები და ჩვენი სხვა პარტნიორები და მოკავშირეები კონცერტრირებული არიან ვითარების განმუხტვაზე,  ისეთ განმუხტვაზე, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება ძირითადი პრონციპი, რომელიც აძლევს თითოეულ ქვეყნას თავისუფალ არჩევანს, თუ როგორი ეკონომიკური და უსაფრთხოების ურთიერთობები სურს მას, ყოველგვარი შურისძების შიშის და მუქარის გარეშე.“

მასალების გადაბეჭდვის წესი