ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ვეტოს დაადებს

26 ივნისი, 2015 • 1788
პრეზიდენტი ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას ვეტოს დაადებს

“ბუნებრივია, როდესაც ნებისმიერი ტიპის ინიციატივა, რომელიც წინააღმდეგობაში მოვა, გაუარესებას გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, თავისთავად ცხადია, პრეზიდენტი ამას ვეტოს დაადებს,”– განუცხადა გიორგი აბაშიშვილმა “ნეტგაზეთს”.

 

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, გაუგებარია, რატომ უნდა მოხდეს წარმატებული სახელმწიფო ინსტიტუტის, ეროვნული ბანკის დაშლა. აბაშიშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მათ პროფესიული არგუმენტები არ მოუსმენიათ.

 

“გუშინ საკომიტეტო პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს სწორედ ამ ინიციატივას, რაც, სამწუხაროდ, არის იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ თითქმის 1 წლის თავზე საქართველომ დაარღვია ასოცირების დღის წესრიგი, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც შეეxება ეროვნულ ბანკს, უნდა განხორციელდეს ევროკავშირის ექსპერტიზის, მათ შორის ევროპის ცენტრალური ბანკის გამოცდილების გაზიარებით, ჩართულობით. პარალელურად, დაირღვა საქართველოს მთავრობის 26 იანვრის N59 განკარგულება, სადაც ასევე აღნიშნულია ზუსტად ეს პრინციპები,”– აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი
გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი

საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ეროვნულ ბანკს საბანკო ზედამხედველობის სამსახური უნდა გამოეყოს, დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ეკუთვნის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი