ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდი სირიელი ბავშვების შვილად აყვანაზე: შესანიშნავია ქართული ოჯახების ასეთი მხარდაჭერის გამოვლენა

18 აპრილი, 2015 • 1130
რიჩარდ ნორლანდი სირიელი ბავშვების შვილად აყვანაზე: შესანიშნავია ქართული ოჯახების ასეთი მხარდაჭერის გამოვლენა

ელჩმა დღეს განცხადება ჟურნალისტებისთვისაც გააკეთა. ჟურნალისტის კითხვას, ბოლო დღეებში ქართველების მიერ გამოხატული მზაობა – იშვილონ სირიელი ბავშვები, რომლებსაც მშობლები დაუხოცა ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა, რამდენად შესაძლებელად ეჩვენება, რიჩარდ ნორლანდმა უპასუხა:  

„ნადვილად შესანიშნავია ქართული ოჯახების მიერ ასეთი მხარდაჭერის გამოვლენა მაშინ, როდესაც ადამიანები ასეთ ტრაგედიას განიცდიან. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანებს აქვთ დღეს ტრაგედია, არამედ სხვა რელიგიისა და ეთნიკური წარმოშობის ადამიანებიც გახდნენ მსხვერპლი იმ დიდი უბედურებისა, რომელიც სირიაში, ერაყში თუ სხვაგან ტრიალებს. საერთაშორისო თანამეგობრობა აგრძელებს მუშაობას, რომ ასეთი სირთულის დროს მოახდინოს ვითარების დასტაბილურება და ამ ადამიანებს მიეცეთ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი