ახალი ამბები

რატომ ხარჯავდა ეროვნული ბანკი რეზერვებს 2009-2010 წლებში და რატომ არ ხარჯავს ახლა?

12 მარტი, 2015 • • 1027
რატომ ხარჯავდა ეროვნული ბანკი რეზერვებს 2009-2010 წლებში და რატომ არ ხარჯავს ახლა?

ამასთან, ქადაგიძემ აღიარა, რომ 2009-2010 წლებში ინტერვენციას აკეთებდა. ეს ფაქტი მან ასე ახსნა:


“შემდეგი კითხვა რეზერვებთან დაკავშირებით არის, რომ  რატომ ხარჯავდით 2009-2010 წელს რეზერვების მნიშვნელოვან რაოდენობას. 2009-2010 წლებში ნამდვილად ვხარჯავდით რეზერვებს, უფრო სწორად, გაგვქონდა ეს თანხა ინტერვენციაზე. მაგრამ ამავე დროს დონორთა კონფერენციის ფარგლებში მთავრობას მოჰქონდა 4,5 მილიარდი სხვადასხვა ტიპის სესხებითა და გრანტით. პრაქტიკულად ეროვნული ბანკი იყო გამტარი დონორთა კონფერენციის ფარგლებში მოზიდული თანხების და მიუხედავად იმისა, რომ ინტერვენციებს ვახორციელებდით, სავალუტო რეზერვები მხოლოდ გვეზრდებოდა. ჯამურად სავალუტო რეზერვების ჯამური დონე ჩვენ არ გვიმცირდებოდა”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი