ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

РЕС: საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს პატიმრების მოთხოვნის განხილვას დაპირდა

5 მარტი, 2015 • • 1412
РЕС: საქართველოს ხელისუფლება ცხინვალს პატიმრების მოთხოვნის განხილვას დაპირდა

გამოცემის ინფორმაციით, პატიმრებმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც საქართველოს ხელისუფლება შეპირდა, რომ განიხილავს პატიმართა მოთხოვნას მათი საქმეების გადახედვის შესახებ საქართველოს პარლამენტში. 

 

მურატ ჯიოევის, პოსტკონფლიქტურ საკითხებში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, სამუდამო პატიმრობამისჯილთა საქმეების საკითხს ჟენევის მორიგ [17-18 მარტი] დისკუსიებზეც განილავენ. 


გიორგი ვალიევი, გიორგი ზასეევი და იოსებ კოჩიევი 2005 წელს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ არიან დაკავებული და სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი. სამივე პირი გორის ტერაქტის მოწყობის ბრალდებითაა გასამართლებული. 

 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი