ახალი ამბები

თბილისის საკრებულომ მერიის პროექტი “თბილისის ადვოკატი” არ დაამტკიცა

4 მაისი, 2014 • • 1274
თბილისის საკრებულომ მერიის პროექტი “თბილისის ადვოკატი” არ დაამტკიცა

დავით ჯინჭარაძემ  საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თბილისის მერია ამგვარი უპასუხისმგებლო პროექტების მეშვეობით ,,თბილისის ადვოკატისთვის“ გათვალისწინებული თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, რაც ყოვლად მიუღებელია. 

 

“თბილისის მერია ამგვარი უპასუხისმგებლო პროექტებით ცდილობს პროექტის განკუთვნილი თანხებით პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას”,- განაცხადა დავით ჯინჭარაძემ. 

 

დავით ჯინჭარაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერია ამგვარი პროექტების მეშვეობით პარტიული მიზნებისთვის სახსრების მოძიებას ცდილობს
დავით ჯინჭარაძეს მიაჩნია, რომ თბილისის მერია ამგვარი პროექტების მეშვეობით პარტიული მიზნებისთვის სახსრების მოძიებას ცდილობს

საკრებულოს წევრის თქმით, დედაქალაქის მერიას კვლავ უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მართავს და სწორედ მის მსგავსად მოქმედებს ამჟამინდელი მერის მოვალეობის შემსრულებელიც. იმის მიუხედავად, რომ სევდია უგრეხელიძე ოფიციალურად არ არის პროექტის მმართველი, სინამდვილეში სწორედ ის განკარგავს ამ თანხებს, რაც წელიწადში ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს.

 

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მერიას კონკურსის ჩატარაბისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცეთ საშუალება განახორციელონ პროექტი. 
 

ჯინჭარაძის თქმით, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,თბილისის ადვოკატი“ საკანონმდებლო ორგანოს 3 მაისის ბიუროს სხდომაზე არ დამტკიცდა. საკრებულოს ოქმი და დეტალური ინფორმაცია თბილისის მერიას 5 მაისს გადაეგზავნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი