2013.01.14

ვინ უფრო მეტად უყვარს პატრიარქს

ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი,

“თუ გინდათ გააცილეთ პრეზიდენტი, ხომ უფრო მეტად გიყვართ და გააცილეთ”- ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქ ილია მეორეს.

ივანიშვილი-სააკაშვილი

ივანიშვილი-სააკაშვილი

“უფრო მეტად რატომ ვუყვარვარ”- შეეპასუხა პრეზიდენტი სააკაშვილი.  საუბრის ვიდეოჩანაწერი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. იგი დამონტაჟებულია და არ ჩანს საუბრის კონტექსტი, ასევე, რა უპასუხა პრეზიდენტს და პრემიერს ილია მეორემ.


ქვეყნის პირველი პირები- პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ე.წ. ძველით ახალ წელს საპატრიარქოს რეზიდენციაში პატრიარქებთან ერთად შეხვდნენ.

„ 2013 წელი ყოფილიყოს სიყვარულის წელი! ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს გვაქვს ვალდებულება გავაგრძელოთ ის სიყვარული, რაც ჩვენმა უწმინდესმა გვაჩუქა და ამ სიყვარულით უნდა დავიწყოთ ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და მხოლოდ სიყვარულით გავაგრძელოთ ცხოვრება,“ –ასე მიიულოცა  ბიძინა ივანიშვილმა საპატრიარქოში შეკრებილ სასულიერო პირებს  2013 წლის დადგომა.