ტექნოლოგიები

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა

13 იანვარი, 2016 • 3046
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი გახდა

საჯარო რეესტრის ცნობით, მობილური აპლიკაცია NAPR, რომელიც საჯარო რეესტრში შეიქმნა, მომხმარებლებს მობილური ტელეფონით ან პლანშეტური კომპიუტერით უძრავი ქონების რეესტრის სერვისებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

ამჟამად მობილური აპლიკაციით  მსურველებს სასურველი უძრავი ქონების სარეგისტრაციო განაცხადის მოძებნა შეუძლიათ. ძიების განხორციელება ყველა იმ პარამეტრითაა შესაძლებელი, რაც ვებპროგრამაში მოქმედებს. კერძოდ, განაცხადის ნომერი, პიროვნების სახელი და გვარი ან პირადი ნომერი, ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, უძრავი ქონების მისამართი და საკადასტრო კოდი.

რეესტრის ცნობით, მობილური აპლიკაცია მუდმივად განახლებადი იქნება და მომდევნო ვერსიებს ეტაპობრივად უძრავი ქონების რეესტრის  სხვა სერვისებიც დაემატება.

ამჟამად აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის, უახლოეს მომავალში კი მის გამოყენებას iOS-ის მომხმარებლებიც შეძლებენ. ანალოგიური აპლიკაციის შექმნა ბიზნესის რეესტრის სერვისებით სარგებლობისთვისაცაა დაგეგმილი.

napr ის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. netgazeti/napr

napr ის მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდის მომხმარებლებისთვის. netgazeti/napr

მასალების გადაბეჭდვის წესი