ინტერნეტში გავრცელებული ცნობის მიხედვით, ფეისბუქი 2011 წლის მარტიდან იხურება, მიზეზი კი მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებაა. მან თითქოს განაცხადა, რომ „ფეისბუქი კონტროლს არ ექვემდებარება და მას ძველი ცხოვრების დაბრუნება უნდა.“ ცრუ ინფორმაციის მიხედვით, „ფეისბუქმა მის დამფუძნებელს ცხოვრება დაუნგრია.“
mashable.com-მა აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორთან, ლარი იუსთან (Larry Yu) გადაამოწმა. მისი თქმით, ფეისბუქი ძველებურად გააგრძელებს მუშაობას და ის არ დაიხურება.
mashable.com, ასევე, წერს, რომ წარმოუდგენელია იმ კომპანიის დახურვა, რომლის ღირებულება 50 მილიარდს შეადგენს და რომელშიც ასეულობით მილიონ დოლარს აბანდებენ სხვადასხვა კომპანიები.