სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.
Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):
https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey
2014 წლიდან ქართულ ფულს – ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.
ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა “ლარის სიმბოლოს დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო” . ასევე შემუშავდა სპეციალური შრიფტი – “Lari Symbol”, რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა შრიფტის შესაბამის სტილიზებულ ნიმუშებს, რომელთა ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან – www.lari.gov.ge “, – ვკითხულობთ განცადებაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს.
