ეფლის ახალი მაკბუქი სამ ფერში იქნება წარმოდგენილი- ოქროსფერში, ვერცხლისფერსა და ნაცრისფერში.
ეფლის ახალ ლეპტოპს მხოლოდ ერთი პორტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენის შემთხვევაში ტრადიციული მეხსირების ბარათებითა და USB პორტთან დაკავშირებულ სხვა აქტივობებით ვეღარ ისარგებლებთ. ახალი მაკბუქი მხოლოდ ერთი პორტით იტენება და უკავშირდება სხვა დევაისებს. ასევე, ამისათვის ბლუთუზის ფუნქციასაც იყენებს.
ახალ მაკბუქზე გაუქმებულია მაუსის ე.წ. მარჯვენა ღილაკის ფუნქციაც და იგივე სამუშაოს მარცხენა ღილაკი ასრულებს თითის საკმარისი დროის განმავლობაში დაჭერის შემთხვევაში.
ეფლის ცნობით, ახალი მაკბუქი მხოლოდ 921 გრამს იწონის. მისი ბატარეა დატენვიდან 9 საათის განმავლობაში მუშაობს. მაკბუქის ფასი 1300 დოლარიდან იწყება. მის სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.



ეფლმა ჭკვიანი საათის მოდელებიც წარადგინა. მისი ფასი 349 დოლარიდან იწყება:


