Facebook მომხმარებლებს ახალ ვირტუალურ განზომილებას შესთავაზებს

სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელის, მარკ ცუკერბერგის თქმით, სულ მალე ქსელს ახალი  ვირტუალური განზომილება დაემატება, რომელიც  მომხმარებლების “ნიუს ფიდში” გაჩნდება  -წერს  CNN.

კომპანიის წარმოადგენლის, ქრის კოქსის თქმით, მომავალში ფეისბუქის მომხმარებლებს  შესაძლებლობა ექნებათ, თავაინთი გამოცდილება ე.წ. 360-გრადუსიან ვირტუალურ სივრცეში გააზიარონ. კოქსის განმარტებით, უკვე შექმნილია პროექტის დემო-ვერსია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით,  ფეისბუქი მომხმარებლისგან ახალ პროექტში ჩართულობას ელის. მათ მიერ შემუშავებული ახალი ფუნქცია მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოს მასალასა და ტექსტს ახალ განზომილებას მისცემს.

 

გასულ წელს ფეისბუქს ვირტუალური რეალობის ამსახველი სისტემის შესყიდვა 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რომელიც მომხმარებლებს სპეციალური სათვალით აუდიო-ვიზუალურად დაკავშირების საშუალებას მისცემს. ცუკერბერგის თქმით, შემუშვებული ვირტუალური სისტემის გამოყენების შესაძლებლობა თავიდან თამაშებისთვის, მოგვიანებით კი – სხვა მიზნებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

 

“წარმოიდგინეთ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიხვიდეთ ექიმთან, ოღონდ მხოლოდ ვირტუალური სათვალის გამოყენებით” , –  განაცხადა ცუკერბერგმა.

 

მისივე თქმით, მომხმარებლები  ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდონ, რადგან ვირტუალური ხედვის სათვალის გამოყენება ფართოდ გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე კი მათ  არც ის იციან, რამდენად პოპულარული და ძვირი იქნება ის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინა კოპალეიშვილი