ფეისბუკი საშუალებას გაძლევთ გადაწყვიტოთ, რა ბედი ელის თქვენს გვერდს სიკვდილის შემდეგ

,,ვაშინგტონ პოსტის’’ ინფორმაციით, ხუთშაბათიდან  ფეისბუქის უსაფრთხოების პარამეტრებს ახალი ფუნქცია დაემატება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გადაწყვიტოს რა ბედი ელის მის ფეისბუკ-გვერდს სიკვდილის შემდეგ.

დღეის მდგომარეობით, თუ ფეისბუკის მომხმარებელი გარდაიცვლება, მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს შეუძლიათ სოციალური ქსელის ადმინისტრაციას მიწერონ და გარდაცვლილის გვერდი “გაიყინება”, ახლობლებს გვერდის წაშლის მოთხოვნაც შეუძლიათ.

 

ფეისბუქის წარმომადგენლის ვანესა ქალისონ-ბურჩის თქმით, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის. მისი თქმით, ,,ფეისბუქის’’ მომხმარებლებს უამრავი კითხვა ჰქონდათ ახალ შეთავაზებასთან დაკავშირებით, სწორედ ამიტომ, ამ პროექტზე ერთწლიანი მუშაობის შემდეგ 3 ძირითადი ფუნქცია იქნა შემუშავებული :

 

1. იმ შემთხვევაში თუ ფეისბუკის ახალი შემოთავაზებით სიცოცხლეში არ ისარგებლებ და თუკი კომპანია შენი გარდაცვალების შესახებ დადასტურებულ ინფომარციას მიიღებს [ახლობლებისა დ აოჯახის წევრებისგან], შენი ექაუნთი მემორიალურ ადგილად გადაქცევა.


2. შენ შეგიძლია ახლავე გააქტიურო ფუნქცია, და სთხოვო ფეისბუკს, რომ შენი გარდაცვალების შემდეგ გვერდი გააუქმოს.


3. შენ შეგიძლია ახლავე გადაწყვიტო, ვინ იქნება “სამართალმემკვიდრე”, რომელსაც შენი გარდაცვალების შემდეგ შენი გვერდის მართვა შეეძლება. როდესაც ფეისბუკი შენს გარდაცვალებაში დარწმუნდება შეიცვლება ტაიმლაინიც და სოციალური ქსელი ადამიანებს შეატყობინებს შენი გარდაცვალების შესახებ. ამისათვის შენ სახელს წინ დაემატება სიტყვა ,,ხსოვნისთვის’’ [Remembering].


მომხარებელს ახლავე შეუძლია განსაზღვროს ექნება თუ არა მის “სამართალმემკვიდრეს” მის არქივზე წვდომის უფლება, ფოტოებსა და საჯარო პოსტებზე. მემკვიდრეს შეეძლება შენ გვერდზე ახალი მეგობრების დამატება და კომენტარების, თუმცა მას არ ექნება წვდომა საარქივო მიმოწერაზე. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის გვერდს თუკი “მემკვიდრეც” გარდაიცვლება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინა კოპალეიშვილი