ტექნოლოგიები

მობილური კომპანიები 4G ინტერნეტის მიწოდებას 1 თებერვლიდან შეძლებენ

28 იანვარი, 2015 • • 1211
მობილური კომპანიები 4G ინტერნეტის მიწოდებას 1 თებერვლიდან შეძლებენ

სხდომაზე მობილური ოპერატორების ლიცენზიების მოდიფიცირების თაობაზე გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღად 1 თებერვალი გამოცხადდა. 

 

მობილურმა ოპერატორებმა სიხშირეებით სარგებლობის ლიცენზიებში 2 წლის განმავლობაში 288 244 086 ლარი უნდა გადაიხადონ.


როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძემ განაცხადა, 4g ინტერნეტის ტარიფების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია მას ამ ეტაპზე არ აქვს:


“საკმაოდ დიდი თანხა აქვთ გადახდილი [კომპანიებს]. მხოლოდ სალიცენზიო ნაწილში გადასახდელია დაახლოებით, ერთად აღებული, 339 მილიონი ლარი. გარდა ამისა, პირველი 2-3 წლის განმავლობაში სამივე კომპანიას ინფრასტრუქტურის დანერგვისთვის დასჭირდებათ დაახლოებით 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორიელება, თუ მეტის არა. შესაბამისად, როგორც ინვესტიციაში, ასევე ლიცენზიაში გადასახდელი თანხა სატარიფო პოლიტიკაზეც აისახება. ჩვენ ვთვლით, რომ ტარიფი ახალ მომსახურებაზე ბევრად განსხვავებული არ იქნება დღეს არსებულ მომსახურებაზე დაწესებული ტარიფებისგან. შეიძლება იყოს ოდნავი სხვაობა 15-20 პროცენტის ფარგლებში”, – განაცხადა ვახტანგ აბაშიძემ.


მისივე თქმით, კომპანიების მფლობელობაში არსებული სიხშირეების ოპტიმიზაციის საფუძველზე გამოთავისუფლებულია ახალი სიხშირული რესურსები, რომელთა აუქციონზე გამოტანის შემთხვევაშიც ბიუჯეტი დაახლოებით 130-140 მილიონი ლარს მიიღებს

მასალების გადაბეჭდვის წესი