ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა 5-მილიონიანი სია დაუცველი. გუგლი აცხადებს, რომ მისი სერვერები არ გაუტეხავთ და ვარაუდობენ, რომ სია იმ პაროლებისა და ელექტონული მისამართების ერთობლიობაა, რომლებიც ადრე, თავად მომხმარებლების კომპიუტერზე განხორციელებული ჰაკერული შეტევების დროს გამჟღავნდა.
“ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ჩვენი სისტემა დაუცველია”- ამბობს გუგლის სპიკერი კაროლინ მათივსი. მისივე თქმით, სიის ავთენტურობაც კი არ არის დადგენილი ზუსტდად.
მიუხედავად ამისა, გუგლმა მაინც დაბლოკა ყველა ის ელექტრონული ანგარიში, რომელიც ამ სიაშია, კომპანიამ ყველა საეჭვო მისამართი ბმულზე გადაამისამართა, სადაც მომხმარებლებმა პაროლი უნდა შეცვალონ და ხელახლა გაუჩნდებათ თავიანთ ანგარიშებზე წვდომა.
გუგლი ასევ ურჩევს მის მომხმარებლებს, გააძლიერონ ანგარიშების დაცვა, რთული პაროლები მოიფიქრონ და ორსაფეხურიანი ავტორიზაცია გამოიყენონ.