ტექნოლოგიები

ცვლილებები Google Docs-ისთვის, რომელმაც შესაძლოა Microsoft Office 365 ჩაანაცვლოს

26 აგვისტო, 2014 • • 1186
ცვლილებები Google Docs-ისთვის, რომელმაც შესაძლოა Microsoft Office 365 ჩაანაცვლოს

სიახლეების შედეგად გუგლის სლაიდების აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS პლატფორმიანი მოწყობილობებისათვის. ცვლილებებამდე სლაიდების აპლიკაცია მხოლოდ “გუგლ დრაივისთვის” მუშაობდა, რომელიც ელექტრონული ფაილების შესანახი ინსტრუმენტია.

 

iOS მოწყობილობებში ამ დრომდე “გუგლის” დოკუმენტების გამოყენება ცალკე აპლიკაციის სახით იყო შესაძლებელი, მაგრამ ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან, შექმნან და დაარედაქტირონ “მაიკროსოფთ ოფისში” შექმნილი ფაილები iPhone -ში ან iPad-ში.

 

ამ სიახლეების შესახებ “გუგლმა” ინფორმაცია ჯერ კიდევ ივნისში გაავრცელა, როცა მსგავსი აპლიკაცია ანდროიდისათვის შექმნეს.

 

“ახლა თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ “გუგლის” დოკუმენტები, ცხრილები და სლაიდები თქვენი iPad-ის, iPhone-ებისა და ყველა სხვა სახის მოწყობილობებისათვის. შეგიძლიათ მისი მიზნების შესაბამისად გამოყენება, ონლაინ ან ოფლაინ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ, შექმნათ და დაარედაქტიროთ Microsoft Office-ში შექმნილი ფაილები Google Docs-ში”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

“გუუგლის” მიერ შემუშავებული სიახლეები აჩვენებს, რომ მან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას Microsoft’s Office 365 სერვისს, რადგან კომპანია ახალ აპლიკაციას მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს. გუგლის განცხადებით, დასაქმებულთა უმეტესობა “მაიკროსოფტის” სერვისს სულ უფრო იშვიათად იყენებს.

 

“ბიზნესინსაიდერის” ინფორმაციით კი, Microsoft’s Office-ს  5.6 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, ერთი მილიონი კი ბოლო კვარტალში დაემატა.

 

ყველაზე პროდუქტიულ აპლიკაციებში აშშ-ში iOS მოწყობილობებისათვის  Google Docs მეშვიდე ადგილზეა, მაშინ, როცა iPad-ისათვის Microsoft Word პირველი ადგილი უჭირავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი