ტექნოლოგიები

ანდროიდის მომხმარებლები შეიძლება ყალბმა აპლიკაციებმა დააზარალონ

1 აგვისტო, 2014 • • 1253
ანდროიდის მომხმარებლები შეიძლება ყალბმა აპლიკაციებმა დააზარალონ

ჰაკერები ქმნიან ყალბ საიდენტიფიკაციო კოდს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, გაკეთონ რომელიმე უკვე არსებული ცნობილი აპლიკაციის სიმულაცია. თუკი მომხმარებელი მას გადმოწერს, კიბერ-დამნაშავეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ პერსონალური ინფორმაცია მოიპარონ.

 

Bluebox Security-ს თქმით, მათ ამ პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში აცნობეს Google-ს, რომელმაც მის მოსაგვარებლად მუშაობა დაიწყო. მიუხედავად ამისა, რისკის ქვეშ რჩება ყველა სმარტფონი, რომელიც ანდროიდის ოპერაციული სისტემის უკანასკნელ ვერსიაზე არ არის განახლებული.


რადგანაც მომხმარებლები მობილურებს უფრო მეტ დროს უთმობენ, ჰაკერების ყურადღებამ პერსონალური კომპიუტერებიდან უფრო მეტად სმარტფონებზე გადაინაცვლა. პერსონალური ინფორმაციის მოპარვას, (როგორიცაა ონლაინ-ბანკინგი, ელექტრონული ფოსტა) ისინი ყალბი აპლიკაციების გავრცელებით ახერხებენ, რომლებიც ძალიან ჰგვანან პოპულარულ აპლიკაციებს, რომელთა გადმოწერა სხვადასხვა app store-დან არის შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი