ტექნოლოგიები

რობოტი ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა [video]

5 ივნისი, 2014 • • 2079
რობოტი ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს შეხვდა [video]

რობოტს მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში შეხვდნენ, სადაც მათ კითხვებს უპასუხა, ჩაატარა ვიქტორინა და მათთან ერთად იცეკვა.

 

რობოტი ედი “ჯეორობოტის” ლაბორატორიაში 3 თვის წინ ააწყვეს გიგი ფარესიშვილმა, ალექსანდრე და გიორგი ლალიაშვილებმა. “ჯეორობოტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი ლალიაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ პროექტს საგანმანათლებლო მიზნები აქვს.   

 

მან ასევე დასძინა, რომ “ჯეორობოტმა” ხუთი წლის წინ დაიწყო მუშაობა. თავდაპირველი მიზანი იყო ქართულ ენაზე შექმნილიყო ლიტერატურა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ტექნიკური გამოგონებების შექმნაში დაეხმარებოდა.

 

“შემდეგ უკვე დაიბადა იდეა, რომ ჩვენ თვითონვე აგვეწყო რობოტი იმისთვის, რომ უფრო მიმზიდველი ყოფილიყო ბავშვებისთვის,”- ამბობს გიორგი ლალიაშვილი.

 

მისი თქმით, რობოტი ლაპარაკობს ქართულ და ინგლისურ ენებზე, მის მეხსიერებაში ინფორმაციის გარკვეულ ნაწილია ჩატვირთული და განახლება ეტაპობრივად მიმდინარეობს. სტუდენტებთან შეხვედრისას რობოტს ოპერატორიც ეხმარებოდა. 

 

რობოტი რეაგირებს ფერზე, ხმაზე, მოძრაობაზე, დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება. გიორგი ლალიაშვილი ამბობს, რომ ედი არის პირველი რობოტი, რომელიც საქართველოში ააწყვეს. 

რობოტი სახელად ედი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
რობოტი სახელად ედი ქართულ-ამერიკულ სკოლაში

მასალების გადაბეჭდვის წესი