ტექნოლოგიები

სკაიპის ბლოგსა და ტვიტერის ანგარიშიზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

3 იანვარი, 2014 • • 1241
სკაიპის ბლოგსა და ტვიტერის ანგარიშიზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა

ჯგუფი მათ მიერ დატოვებულ შეტყობინებაში ხალხს მიმართავს, რომ არ გამოიყენონ მაიკროსოფთის, რომელიც თავის მხრივ სკაიპის მფლობელია, ელექტრონული ფოსტის სისტემა.  

 

ისინი ამტკიცებენ, რომ მაიკროსოფტი მონიტორინგს ახორციელებს თითოეულ მომხარებელზე და შემდეგ მონაცემებს ხელისუფლებას ჰყიდის:

 

“არ გამოიყენოთ მაიკროსოფთის ელექტრონული ფოსტა (hotmail, outlook). ისინი თქვენი ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებენ და მონაცემებს მთავრობას აწვდიან ანაზღაურების სანაცვლოდ”.– ეს შეტყობინება დატოვეს ჰაკერებმა “სკაიპის” ტვიტერის ანგარიშსა და ბლოგზე. 

 

 

აღნიშნული შეტყობინება მოგვიანებით წაიშალა. “სკაიპის”  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჰაკერული შეტევა განხორციელდა, მაგრამ სკაიპის არც ერთი მომხარებლის ინფორმაცია არ დაკარგულა.

 

სირიის ელექტრონული არმია(SEA) იყო იმ ჰაკრეული შეტევების ავტორი, რომლებიც ბოლო დროს გაზეთ “New York Times” და “Twitter”– ზე განხორციელდა. სირიის ელექტრონული არმიის სამიზნე სხვა მედიასაშუალებებიც გამხდარა, მაგალითად- BBC, CNN  და გარდიანი. 


გასულ წელს ედუარდ სნოუდენმა გაავრცელა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც სათვალთვალო პროგრამებს აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) იყენებდა. დოკუმენტში  ნათქვამი იყომ, რომ აღნიშნულ სათვალთვალო პროგრამას ხელმისაწვდომობა ჰქონდა ისეთი ძირითად ტექნოლოგიური კომპანიების სერვერებთან, როგორიცაა  მაიკროსოფთი, იაჰუ, გუგლი, ფეისბუქი, სკაიპი, იუთუბი, ეფლი, ფალთოლქი და AOL. ყველა აღნიშნულმა კომპანიამ უარყო მათი პროცესში ჩართულობა. 

 

მაიკროსოფთის შემთხვევაში გამოცემა “გარდიანმაც” დაწერა, რომ სნოუდენის მიერ გავრცელებული მასალები ამტკიცებდა ეროვნული უსაფრთოების სააგენტოსთვის  Hotmail, Outlook  Skydrive და Skype–ის სერვერების ხელმისაწვდომობას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი