ტექნოლოგიები

3 დღის მანძილზე “Apple”-მა 9 მილიონი iPhone-ის ახალი მოდელი გაყიდა

23 სექტემბერი, 2013 • • 2103
3 დღის მანძილზე “Apple”-მა  9 მილიონი  iPhone-ის ახალი მოდელი გაყიდა

კომპანია აცხადებს, რომ iPhone 5S და 5C–მ წინა მოდელების გამოშვების დროს გაყიდვების რეკორდი მოხსნა. “Apple”–მა ორი ახალი პროდუქტის, iPhone 5S და Phone 5C –ის პრეზენტაცია 11 სექტემბერს კალიფორნიაში გამართა. 

 

iPhone 5S მისი წინამორბედის iPhone 5–ის გაუმჯობესებული ვერსიაა. ახალი მოდელის მთავარი დეტალი თითის ანაბეჭდის სენსორია, რომელიც მისი მფლობელის იდენტიფიცირებას ახდენს და იდენტიფიცირების შემდეგ სისტემაში უშვებს. თუმცა ის არ არის პირველი ტელეფონი მსგავსი შესაძლებლობით.

 

iPhone 5C–ს კი პლასტმასის უკანა მხარე აქვს და ის iPhone –ის იაფი ვერსიაა. 5C მოდელი ფერების დიდ არჩევანს აძლევს მომხმარებლებს.

 

ახალ მოდელს უფრო სწრაფი A7 პროცესორი აქვს, ასევე გაუმჯობესებულია მისი შესაძლებლობები ფოტოს ხარისხთან დაკავშირებით.  ვიდეო კი წამში 120 კადრს იღებს. ასევე, შესაძლებელი იქნება ნელი ეფექტის გამოყენება. iPhone 5S–ის პიქსელების რაოდენობა 8 მეგაპიქსელია და მისი წონა 112 გრამია.

 

iPhone 5C–ს კი A6 პროცესორი ექნება და მონაცემებით ძველი iPhone 5–ის მსგავსია, უბრალოდ, მისი ბატარეა უფრო დიდხანს ძლებს.

 

iPhone 5S (Sim-free)– ის ფასი 549 გირვანქა სტერლინგია, მისი მეხსიერება 16 GB, ხოლო 64 GB მეხსიერების მქონე iPhone 5S 709 გირვანქა სტერლინგი ეღირება.

 

iPhone 5C–ის  მეხსიერება 16 GB–ია და მისი ფასი 469 გირვანქა სტერლინგია

მასალების გადაბეჭდვის წესი