ტექნოლოგიები

“Facebook” და “Twitter” ირანის მოქალაქეებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია

17 სექტემბერი, 2013 • • 1141
“Facebook” და “Twitter” ირანის მოქალაქეებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია

აღნიშნულ სოციალურ ქსელებზე წვდომა ირანის მოქალაქეებს 2009 წლიდან შეეზღუდათ, ყოფილი პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინაამდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი აქცების მიმდინარეობის დროს.

 

“New York Times” –ის და “Washington Post”–ის რეპორტიორები თეირანში აცხადებენ, რომ “Twitter”–ი ხელმისაწვდომია და 16 სექტემბრიდან მას თავისულად იყენებენ.

 

ირანის ხელისუფლებამ “Facebook” და  “Twitter” 2009 წლის ზაფხულში შეზღუდა, მას შემდეგ, რაც აჰმადინეჟადის არჩევნებში სადავო გამარჯვებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საპროტესტო ტალღას ბიძგი სწორედ სოციალურმა მედიამ მისცა, რომლის მეშვეობითაც აქციების ორგანიზება ხდებოდა.

 

ახალი პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის ადმინისტრაციამ ნათელი მესიჯი გააგზავნა სოციალური მედიის მიმართ, რომლის მიხედვითაც, მას მისი წინამორბედიგან განსხვავებული პოლიტიკა ექნება.

 

შეზღუდვების შემცირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიცილაური სტრუქტურების განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი