ტექნოლოგიები

რა საფრთხეს უქმნის სოციალური მედია დასაქმებულებს

29 ივლისი, 2013 • • 1232
რა საფრთხეს უქმნის სოციალური მედია დასაქმებულებს

კვლევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა ტექნოლოგიების შესახებ პოპულარულმა ვებგვერდმა Mashable-მა.

 

როგორც სტატიაში წერია, კვლევის ავტორებმა გამოიკვლიეს 1000 ამერიკელი, რომლებიც მოიხმარენ ტვიტერს, ფეისბუქს, ინსტაგრამს, თამბლერს და სოციალური მედიის სხვა პლატფორმებს. კვლევამ აჩვენა, რომ 4–დან 1 ადამიანს ეშინია, რომ მის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტი შესაძლოა გახდეს მისი სამსახურიდან გაგდების მიზეზი, ან ამან პრობლემები შეუქმნას მომავალ დამსაქმებელთან ურთიერთობაში.

 

გამოკითხულთა 29%–მა, რომელთა ასაცი 18–34 წელია, განაცხადეს, რომ მათ ეშინიათ, რომ მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტები, შესაძლოა, მათივე დამსაქმებლების მიერ კომპრომატირებისთვის იქნება გამოყენებული. სწორედ ამ მიზეზით, ამავე ასაკის ადამიანთა 79% თავის პოსტებს შლის სოციალური ქსელებიდან.

 

Findlaw რჩევას აძლევს სოციალური ქსელების მომხარებლებს, რომ რაიმეს გამოქვეყნებამდე ყურადღებით დააკვირდნენ იმ ადამიანთა წრეს, ვისაც უზიარებენ ინფორმაციას და არასასურველ ადამიანებს შეუზღუდონ საკუთარ პოსტებზე წვდომა. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 82% გარკვეულ ყურადღებას აქცევს იმას, თუ ვის უზიარებს ინფორმაციას, 6%–ს კი ეს საკითხი პოსტის გამოქვეყნების დროს საერთოდ არ აღელვებს.

 

კვლევის ცდომილება პლუს–მინუს 3%–ია.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი