რეკლამატექნოლოგიები

SES ვიდეო IBC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალური რეალობისა და უახლესი ულტრა მაღალი გამოსახულების დემონსტრირებას მოახდენს

14 სექტემბერი, 2017 • 1759
SES ვიდეო IBC-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ვირტუალური რეალობისა და უახლესი ულტრა მაღალი გამოსახულების დემონსტრირებას მოახდენს

კონფერენციის ვიზიტორებს ეძლევათ შესაძლებლობა  საკუთარ თავზე გამოცადონ ვირტუალური რეალობა პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის მეშვეობით, ულტრა მაღალი ხარისხის კადრის სიხშირე და უახლესი მაღალი დინამიკური დიაპაზონის სტანდარტი HDR10+

ლუქსემბურგი, 2017 წლის 14  სექტემბერი – სამეცნიერო-კვლევითი მიღწევების გამოფენა IBC 2017-ის ფარგლებში, რომელიც ამსტერდამში იმართება, 15-დან 19 სექტემბრის ჩათვლით SES ვიდეო საკუთარ სტენდთან წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების უახლეს მიღწევებს.

დემონსტრაცია, რომელიც გაიმართება Fraunhofer HHI-თან თანამშრომლობის  ფარგლებში, სტუმრებს საშუალებას მისცემს 10K x 2K პანორამული ვიდეოს მეშვეობით, რომლის გადმოცემაც პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობით მოხდება, იმოგზაურონ ქალაქ ლუქსემბურგში. Fraunhofer HHI-ის კამერა Omnicam-360-ის უახლესი ვერსია პირდაპირ ეთერში დააფიქსირებს ლუქსემბურგის ცენტრში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სატელიტი ASTRA 2E-ს საშუალებით გადმოცემული იქნება პირდაპირ SES ჯიხურში. სტუმრები შეძლებენ, ვირტუალური რეალობის მოწყობილობების დახმარებით, პირდაპირ ეთერში დაინახონ გამოსახულება და წარმოდგენის მიმდინარეობისას გამოცადონ ქალაქის ცენტრში ყოფნის შეგრძნება. ვიზიტორებს, ასევე საშუალება ექნებათ გამოსახულება დაინახონ ფართო ბრტყელ ეკრანზე, რომელიც 360 გრადუსიანი პანორამული გამოსახულების დისტანციური მართვით დაპატარავებისა და გადიდების საშუალებას იძლევა.

მეორე დემო-ჩვენება გაიმართება კომპანიებთან LG, ATEME, საფრანგეთის ტელევიზიებისა და 4-Ever ერთად. 100Hz მაღალი კადრის სიხშირის ულტრა მაღალი გამოსახულება გადმოცემული იქნება სატელიტის მეშვეობით Astra 19.2 გრადუსი აღმოსავლეთით. წარმოდგენილი იქნება სწრაფი მოქმედებების სცენები და ევროპის სატელევიზიო მაუწყებლობაში არსებულ სტანდარტთან – წამში 50 კადრთან შედარებით 100 კადრის ჩვენების უპირატესობა. გამოსახულების ხილვა შესაძლებელი იქნება LG OLED-ის უახლესი თაობის ეკრანზე.

მესამე დემო-ჩვენება გაიმართება კომპანია Samsung-თან ერთად. შოუს ფარგლებში მსოფლიოში პირველად წარმოდგენილი იქნება სატელიტის მეშვეობით HDR10+ კონტენტის გადმოცემა. HDR10+ ეს არის Samsung-ის ახალი უფასო სტანდარტი მაღალი დინამიკური დიაპაზონისთვის, რომელიც დინამიკური მეტამონაცემების გამოყენებით თითოეული მოქმედებისთვის გვთავაზობს საუკეთესო მაღალ დინამიკურ დიაპაზონს. ეს ტექნოლოგია სტანდარტული მაღალი დინამიკური დიაპაზონისგან განსხვავებით, რომელიც სტატიკურ მეტამონაცემებს ეყრდნობა, ამცირებს სიმუქეს და სატურაციას.

“SES მუდმივად ეძებს ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მჭიდროდ თანამშრომლობს მომხმარებლებთან და მწარმოებლებთან, რათა დაიხვეწოს სატელევიზიო გადმოცემის ხარისხი და მისი რეალური აღქმის გამოცდილება“, განაცხადა SES New Technology & Standards-ის ვიცე პრეზიდენტმა, ტომას ვრედემ. „მოუთმენლად ველი, ვიხილო ჩვენი ვირტუალური რეალობის სადემონსტრაციო ჩართვის ფარგლებში სტუმრების ქალაქ ლუქსემბურგში მოგზაურობის გამოცდილება, დავტკბე სწრაფად მოძრავი სცენებით, რომლებიც გამოსახული იქნება მაღალი კადრის სიხშირით და კიდევ ერთხელ აღმოვაჩინო HDR10+-ის მიერ შემოთავაზებული გამოსახულება“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი