ივანიშვილს ოფიციალურ გვერდზე სულ 875 შეტყობინება აქვს გამოქვეყნებული, თუმცა, გვერდზე მითითებული ინფორმაციით, ეს ივანიშვილის, როგორც “ქართული ოცნების” ლიდერის ოფიციალური ანგარიშია და არა პრემიერ-მინისტრის. გვერდზე ტვიტები ინგლისურ ენაზეა გამოქვეყნებული და ჰაშტაგებად ძირითადად გამოყენებულია #georgiandream [ “ქართული ოცნება”] და #georgia.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდს ტვიტერზე 6538 მიმდევარი ჰყავს. პრეზიდენტის ბოლო ტვიტი 12 თებერვალსაა გამოქვეყნებული და პრეზიდენტის და ევროკომისარ სტეფან ფულეს შეხვედრას შეეხება. ივანიშვილის გვერდის მსგავსად, პრეზიდენტის გვერდიც ძირითადად ინგლისურ ენაზე ახლდება, თუმცა რამდენიმე ტვიტი ქართულადაც გვხდება.
პრეზიდენტს 760 ტვიტი აქვს გამოქვეყნებული და 59 ანგარიშის მიმდევარია.
ტვიტერზე სააკაშვილის და ივანიშვილის სხვა, არაოფიციალური ანგარიშებიც გვხდება ბევრად ნაკლები მიმდევრებით.