ტექნოლოგიები

Microsoft-მა საზოგადოებას Windows 8 წარუდგინა

26 ოქტომბერი, 2012 • • 1136
Microsoft-მა საზოგადოებას Windows 8 წარუდგინა

“მაიკროსოფტმა” ბოლო წლების მანძილზე კომპანიისთვის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის, ახალი ოპერაციული სისტემის Windows 8-ის გამოსვლის შესახებ ნიუ–იორკში, მასშტაბურ პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

Windows 8 საზოგადოებას “მაიკროსოფტის” გენერალურმა დირექტორმა სტივ ბალმერმა წარუდგინა. ახალი ოპერაციული სისტემა მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აშშ–ის დროით პარასკევს, დღის 12:01 საათიდან. ისინი, ვინც ამჟამად იყენებენ სხვადასხვა სახის ლიცენზირებულ ვინდოუსს, მათ სისტემის განახლება 39.99$ დაუჯდებათ.

 

 Windows 8–ის გარდა “მაიკროსოფტმა” გამოუშვა  Windows 8 Pro, ასევე  –Windows 8 RT მობილურებისა და ტაბლეტებისთვის.

 

მომხარებელს რამდენიმე თვის მანძილზე შეეძლო ესარგებლა  Windows 8–ის საცდელი ვერსიით. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით,  Windows 8–ის გამოშვებით “მაიკროსოფტისთვის” დაიწყო “ახალი ერა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი