ტექნოლოგიები

Apple–ს აქციის ფასი 677.44 დოლარს გაუტოლდა

5 სექტემბერი, 2012 • • 1114
Apple–ს  აქციის ფასი 677.44 დოლარს გაუტოლდა

სასამართლო დავა Apple–ს სასარგებლოდ გადაწყდა კომპანიის აქციების ფასი საფონდო ბირჟაზე 2.1%–ით გაიზარდა და  677.44 დოლარს გაუტოლდა.

 

ეს არის ისტორიული მაქსიმუმი, რადგან მანამდე ბოლო რეკორდად ერთ აქციაზე 674 დოლარი ითვლებოდა.

 

კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია  Samsung–მა  Apple–ს 1.05 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. სასამართლომ სამხრეთ კორეული გიგანტი საავტორო და საპატენტო უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

 

კვირის ბოლოს, ეიფორიის ჩაცხრომის შემდეგ, Apple–ს ქციების ფასის  შემცირებას პროგნოზირებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი