ტექნოლოგიები

Nokia–ს აქციების ფასი 10%-ით გაძვირდა

5 სექტემბერი, 2012 • • 1324
Nokia–ს აქციების ფასი 10%-ით გაძვირდა

ეს სიახლე ბირჟაზე  Nokia–ს  აქციების ფასის ცვლილების მიზეზი გახდა. ინფორმაციის გაცხადების შემდეგ, ჰელსინკში კომპანიის აქციების ფასი 10%–ით გაიზარდა.

 

ანალიტიკოსების აზრით, ნოკიას აქციების ფასის ზრდას გასულ კვირას Apple–ს და Samsung–ს    შორის გამართულმა სასამარლო დავამ განაპირობა. ნოკიას კონკურენტებს შორის დაპირისპირებამ  IT ბაზრებზე კომპანიების აქციებზე ფასების რყევა განაპირობა.

 

ანალიტიკოსების შეფასებით, მთლიანობაში Nokia–ს ბიზნეს სტრატეგია ცვლილებას განიცდის. 2012 წლის ივლისში კომპანიამ შეაჩერა ახალი პლატფორმის შემუშავება, რომლითაც მას ტელეფონების წარმოების ბაზარზე “გუგლის ანდროიდისათვის” უნდა გაეწია კონკურენცია. ერთადერთი ქარხანა ფინეთში, რომელიც მობილურ ტელეფონებს უშვებს, წარმოებას 2012 წლის შემოდგომაზე შეაჩერებს. ამ ინფორმაციას ფინური გამოცემა Yle–ე ავრცელებს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი