მილიარდიანი ჯარიმა Samsung–ს

skynews -ის იფორმაციით, Samsung-ი Apple -ს მილიარ დოლარს გადაუხდის, ეს გადაწყვეტილება კალიფორნიის სასამართლომ გამოიტანა. 

Apple–ში აცხადებნენ, რომ Samsung–ი სმარტფონებისა და “ტაბლეტისათვის” Apple–ის ტქექნოლოგიას იყენებდა. Apple -ი Samsung–ს მისი დიზაინის გამოყენებაშიც სდებდა ბრალს. 

 

Apple-ის ადვოკატის ჰორალდ მაკელჰინის განმარტებით, Samsung–ს დიზაინის პრობლემის საკითხი 2007 წელს განსაკუთრებით მას შემდგომ დაუდგა, რაც ბაზარზე iPhone გაყიდვებში ჩაეშვა.

 

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ კი წარმატებით შეძლო არალეგალურად Apple–ის რევოლუციური ტექნოლოგიის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.   

 

2010 წლიდან Samsung–მა სადავო ტექნოლოგიით შექმნილი 22.7 სმარტფონი და “ტაბლეტი” გაყიდა, რითაც საერთო ჯამში 8.16 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

 

კომპანიებს შირის დავა 2011 წლიდან მინდინარეობს. Apple–ი აპირებს სასამართლოში მოითხოვოს, რომ Samsung–ის ამ ორი პროდუქტის გაყიდვა შეერთებული შტატების მასშტაბით აიკრძალოს. ხოლო  Samsung სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.   

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge