ტექნოლოგიები

ხმოვანი საძიებო სისტემა Google-ის მობილური მოწყობილობებისთვის

10 აგვისტო, 2012 •
ხმოვანი საძიებო სისტემა Google-ის მობილური მოწყობილობებისთვის

გუგლი ხმოვანი საძიებო სისტემის დამატებას გეგმავს iPhone-ებისა და iPad-ების აპლიკაციებისთვის.


„სქაინიუსის“ ინფორმაციით, გუგლის ახალი ხმოვანი საძიებო სისტემა კომპანიის წარმომადგენლებმა სან ფრანცისკოში წარადგინეს და გამოსცადეს.


მათი თქმით, ახალი საძიებო სისტემა, რომელიც Gmail-თან იქნება ინტეგრირებული, მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.


საძიებო სისტემა აიფონებისა და აიპედებისთვის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მოიძიოს ინფორმაცია ყველაფრის შესახებ, დაწყებული ამინდიდან, დამთავრებული ფილმების შესახებ ინფორმაციით. საძიებო სისტემა Apple-ის უკვე გაშვებული სისტემის მსგავსია და გუგლი ამ შეთავაზებით კონკურენტისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს.


„სქაინიუსის“ ცნობით, ხმოვანი სისტემა ანდროიდების მფლობელებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. აიფონებსა და აიპედებში კი უახლოეს მომავალში ჩაიტვირთება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი