ტექნოლოგიები

Google-ი 22-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

10 აგვისტო, 2012 •
Google-ი 22-მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

პირველადი ინფორმაციით, ჯარიმის რაოდენობა 10 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ კომპანიას 22.5 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

 

BBC-ის ცნობით, კომპანიას ბრალი ედება ინტერნეტბრაუზერ Safari–ის პარამეტრების ისე შეცვლაში, რომელიც საშუალებას აძლევდა მესამე პირებს, განეხორციელებინათ ამ ბრაუზერის მომხმარებლებზე თვალთვალი. გამოძიებამდე ფედერალური კომისია მაშინ მივიდა, რაც ამ საკითხზე კალიფორნიის სტუდენტებმა მოკვლევა ჩაატარეს.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ Google–ი უსაფრთხოების პარამეტრების შეცვლას აწარმოებდა ისე, რომ მესამე მხარეს საშუალება ეძლეოდა, თვალყური ედევნებინა მომხმარებელთა აქტიურობისთვის მათივე თანხმობის გარეშე.

კომპანია Google–ი საჩივარს უარყოფს. მათი განცხადებით, ჯარიმის გადახდა ბრალის აღიარებას არ ნიშნავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი