ლონდონის ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორის Gamesys-ის შექმნილი ახალი თამაში Bingo Friendzy 18 წელს ზემოთ მოთამაშეებს საშუალებას აძლევს, თამაშში ჩართვის შემთხვევაში, ითამაშონ რეალური თანხისათვის.
სოციალური ქსელის წარმომადგენლის განცხადებით, Bingo Friendzy არ იყო კომპანიების ერთობლივი წამოწყება და თამაში შექმნილია მხოლოდ Gamesys–ის მიერ.
“ნამდვილ ფულზე თამაში პოპულარულია დიდ ბრიტანეთში და იგი ძალიან კარგად რეგულირებულია. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ პარტნიორებს, უსაფრთხო და დაცული ფორმით შესთავაზონ ასეთი თაბამშები Facebook-ის ზრდასრულ მოქალაქეებს,” – განაცხადა facebook-ის წარმომდგენელმა.
Facebook-ში ასევე აცხადებენ, რომ ამ მომენტისათვის თამაში მხოლოდ დიდი ბრიტანეთში რეგისტრირებული მომხმარებლისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
ასაკობრივი ცენზის გასაკონტროლებლად Facebook გეგმავს ე.წ “Age-gating” ტექნოლოგიის გამოყენებას, რომლის მიხედვითაც 18 წლამდე ახალგაზრდა მომხმარებელი თამაშში ჩართვას ვერ შეძლებს.
“Age-gating”–ი ქსელის მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ფულად ტრანზაქციაზეა მიბმული, წესისამებრ, Facebook-ი ყველი ამგვარი გადარიცხვიდან მომხმარებელს 30%-ს აჭრის, იმ შემთვევაში, თუ ტრანზაქციისას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შეფასდება როგორც “კომერციულად სენსიტური” – ასეთი სტატუსის მქონე მოთამაშეები თამაშში ჩართვას ვერ შეძლებენ.
აზარტული თამაშების კომპანია Gamesys–ს თამაშების ლიცენზია გიბრალტარში აქვს აღებული, რომლის მიხედვითაც მას უფლება აქვს, საკუთარი საქმიანობა დიდ ბრიტანეთში განახორციელოს.
კიდევ ერთი აზარტული თამაშის ჩაშვებას კომპანია მომავალ წელს გეგმავს.