Apple-ისათვის ეს იქნება ”iPad”-ის პირველი შეტანა ჩინურ ბაზარზე, მას მერე, რაც Apple-მა შეძლო ჩინურ კომპანიასთან iPad-თან დაკავშირებული დავა მოეგვარებინა.
Proview – ჩინური კომპანია, Apple-ის ტაბლეტი კომპიუტერის სახელს ”iPad”-ს ედავებოდა. ჩინური მხარე ამტკიცებდა, რომ სახელი ”iPad” -ი მათ გაცილებით უფრო ადრე, 2000 წელს დაარეგისტრირა. Apple-მა დავის მოგვარება 60 მილიონი აშშ დოლარის გადახდის შემდგომ მოახერხა.
მანამ, სანამ მხარეებს შორის დავა გადაწყდებოდა, Apple-ი იძულებული გახდა, მისი პროდუქცია ჩინეთის გარკეული რეგიონების გაყიდვიდან ამოეღო. კომპანიისათვის ეს დიდი დანაკარგი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი Apple-ის უდიდესი მზარდი ბაზარია აშშ-ის მერე.
iPad-ის ბოლო ვერსია ამერიკისა და სხვა ქვეყნების ბაზარზე გაყიდვაში მარტის თვეში ჩაეშვა. Apple-ი საკუთარი პროდუქციის ჩინურ ბაზარზე დაბრუნებას განსაკუთრებით ჩქარობს, რადგან Apple-ის ბრენდი ჩინეთში ძალიან პოპულარულია.
გასულ წელს iPhone 4S -ის გამოსვლას ჩინეთში განსაკუთრებით ელოდნენ. მოსახლეობა Apple-ის მაღაზიების წინ საათობით იდგა რიგში, რასაც რამდენიმე ინციდენტიც მოჰყვა – მომხმარებელმა მაღაზიაში შეჭრა ძალით სცადა, რის გამოც Apple-ის მაღაზიები რამდენიმე დღით დაიხურა.
იმისთვის, რომ ახალი iPad-ის ჩაშვება უმტკივნეულოდ მოხდეს, Apple-მა სპეციალური საიტი შექმნა, სადაც მომხმარებელი სასურველი კომპიუტერის შეძენას ონლინ გამოწერით და წინასწარი დაჯავშნით შეძლებს.