ტექნოლოგიები

Apple -ის პატარა და იაფი აიპედი

4 ივლისი, 2012 • 2465
Apple -ის  პატარა და იაფი აიპედი

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “ბლუმბერგი” იუწყება. სააგენტოს  “ეფლის” ახალ “აიპედზე” ინფორმაცია მათ ორმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდათ, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, რადგან კომპანიას თავად არ სურს გეგმების წინასწარ გამხელა.

 

“ბლუმბერგის” ინფორმაციითვე, “აიპედის” ახალ მოდელს 7–დან 8 ინჩამდე  დიაგონალი ექნება. არსებულ მოდელს კი 9,7 ინჩის სიგრძის დიაგონალი აქვს.


ანონიმური წყაროს ცნობით, ახალი პროდუქტის ეკრანს, რომელსაც “ეფლი”, სავარაუდოდ, ოქტომბრისთვის წარადგენს, არ ექნება ისეთი მაღალი გარჩევადობა, როგორიც მარტში გამოშვებულ “აიპედს” აქვს.


“Sterne Agee & Leach Inc.”–ის ანალიტიკოსის თქმით, ახალმა “აი პედმა” ბაზარზე შესაძლოა არა მარტო “გუგლს”, არამედ “მაიკროსოფტსა” და “ამაზონსაც” შეუქმნას პრობლემები.


საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, “აიპედის” ფასი, სავარაუდოდ, დაახლოებით “ამაზონ ქინდლ ფაიარის” და “გუგლ ნექსუსის” ღირებულების მსგავსი იქნება.


2010  წლის აპრილიდან, მას შემდეგ, რაც “აიპედი” გაყიდვაში გამოვიდა, ის ბაზარზე დომინანტის პოზიციას ინარჩუნებს. “Gartner Inc” –ის ინფორმაციით, “ეფლი” ბაზრის 61%–ს ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი