ტექნოლოგიები

Google chrome მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერია

22 მაისი, 2012 •
Google chrome მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერია

Google chrome-მა 14 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით მსოფლიოში ვებბრაუზერების ბაზარზე ლიდერის პოზიცია პიორველად მოიპოვა და პოპულარობით გაუსწრო აქამდე ყველაზე პოპულარულ Internet explorer-ს. 

Google chrome–ს, მაიკროსოფტის Internet explorer-თან შედარებით, აქამდე მხოლოდ მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში ჰქონდა უპირატესობა მოპოვებული, მაისის მესამე კვირას კი კონკურენტს მსოფლიო მასშტაბით აჯობა. ბოლო მონაცემებით, ამ პერიოდში Google chrome-ს ინტერნეტმომხმარებლების 32.76% იყენებდა, Internet explorer-ს კი– 91.94%, მესამე დაგილზე კი Mozila Firefox იყო 25.47%-ით.

20 მაისის შემდგომ Google chrome-ის მომხმარებელთა რაოდენობა 31.88%-მდე შემცირდა, თუმცა ის კვლავ უსწრებს Explorer-ს, რომელსაც, ბოლო დღეების მონაცემებით, ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანების 31,47% იყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი