ტექნოლოგიები

ინტერნეტ თავისუფლება გლობალური განვითარებისთვის[Live]

18 აპრილი, 2012 •
ინტერნეტ თავისუფლება გლობალური განვითარებისთვის[Live]

ინტერნეტ თავისუფლება გლობალური განვითარებისთვის – ასე ჰქვია საერთაშორისო ფორუმს, რომელსაც შვედეთის ხელისუფლება ქვეყნის დედაქალაქში – სტოკჰოლმში 18-19 აპრილს მასპინძლობს. 

მომხსენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან განიხილავენ თუ როგორ უნდა იყოს დაცული ბალანსი ინტერნეტ თავისუფლებასა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის, რა როლს თამაშობს ცენზურისგან თავისუფალი ინტერნეტ სივრცე საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის სამეში. საუბარი ასევე იქნება იმ საფრთხეებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ზღუდავს ინტერნეტ თავისუფლებას, ადამიანთა პოლიტიკურ აქტივობასა და გამოხატვის თავისუფლებას.

სტოკჰოლმის ინტერნ ფორუმი წელს პირველად იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, შვედეთის ინტერნეტ ინფრასტრუქტურის ფონდი და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის შვედური სააგენტო(SIDA)

ინტერნეტ ფორუმზე თავლყურის დევნება შეგიძლიათ ტვიტერზე ოფიციალური ჰაშტეგებით #sif12 და #fxinternet. ღონისძიების ოფიციალური ვებგვერდია http://www.stockholminternetforum.se/.

მასალების გადაბეჭდვის წესი