ტექნოლოგიები

Apple-ის აქციების ფასი 10%–ით დაეცა

17 აპრილი, 2012 •
Apple-ის აქციების ფასი 10%–ით დაეცა

Apple-ის აქციების ფასი კატასტროფულად დაეცა. 5 დღის განმავლობაში კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებამ 10%–ით დაიკლო. კორპორაციამ 50 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

აქციებზე ფასის ვარდნა ანალიტიკური მოხსენების გამოქვეყნებამ გამოიწვია, სადაც სავარაუდო რისკებზე იყო საუბარი იმის გამო, რომ iPad–ზე მოთხოვნა შემცირდა.

ახალი iPad–ი გაყიდვაში მიმდინარე წლის მარტში ჩაუშვეს და კომპანია იმედოვნებდა, რომ პროდუქტი ბაზარზე მის პოზიციებს გაამყარებდა, თუმცა მოლოდინები არ გამართლდა.

Apple-ის წარმომადგენლებს აქციების ფასის ვარდნასთან დაკავშირებით კომენტარიარ გაუკეთებიათ. 

ანალიტიკოსები წინასწარი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებენ. მათი თქმით, Apple-ი არის კომპანია, რომელიც ხშირად ისეთ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს, როგორის შექმნაც აზრად არავის არ მოსდის, ამიტომ არ არის გამორიცხული, მათ კრიზისიდან გამოსასვლელად ყველასგან განსხვავებული მეთოდი შეიმუშაონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი