ტექნოლოგიები

Facebook-ი ახალ ფუნქციებს იმატებს

10 აპრილი, 2012 • 1211
Facebook-ი ახალ ფუნქციებს იმატებს

მსოფლიოში ყველაზე დიდ სოციალური ქსელი facebook–ი მობილურით სურათების დამარების სისტემას Instagram Photo app–ს  ერთ მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამ ინფომაციას ინტერნეტ გამოცემა Bloomberg.comავრცელებს.

Instagram Photo app -ი განსაკუთრებით პოპულარული უკანასკნელი თვეების მანძილზე გახდა. პროგრამა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სმარტფონებით გადაღებული სურათები დამუშავებისა და ფილტრაციის პროცესის გავლის შემდგომ სოციალურ ქსელებში უფასოდ ატვირთოს.

2010 წელს დაარსებული Instagram Photo app–ი განსაკუთრებით პოპულარული უფასო ფოტოგაზიარების სისტემის გამო გახდა და მას 30 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს.

 ამ პროგრამის შეძენით facebook–ი მილიონობით ახალ მომხმარებელს გადმოიბირებს, რითაც უფრო გაააქტიურებს საკუთარ ქსელს და პრომოუშენს გაუწევს facebook–ის მოხმარებას ტელეფონებშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი