საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ დღეს, 20 მარტს, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქრთველოს პირელი კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგია წარმოადგინა. მსგავსი დოკუმენტი საქართველოში აქამდე არ არსებობდა.
”2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველს წინააღმდგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერ-შეტევებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ვერ შედგება კიბერ-სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე,” – ასე იწყება კიბერ-უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უნდა დაამტკიცოს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთი საქართველოს, საჰაერო-სახმელეთო და საზღვაო შეტევების პარალელურად, უტევდა კიბერ-თავდასხემბითაც, შესაბამისად, საქართევლოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კიბერ-სივრცის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საჰაერო-სახმელეთო-საზღვაო სივრცეების დაცვა.
საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოს მიზანია, შექმნას კიბერ–უსაფრთხოების ისეთი სისტემა, სადაც დაცული იქნება ინფორმაციული ინფრასტრუქტურა კიბერ-საფრთხეების წინაშე. ხელისუფლების მოსაზრებით, ამის მიღწევა შესაძლებელია მთავრობის ერთიანი მიდგომით(უწყებათაშორისი თანამშრომლობა, ერთიანი პოლიტიკის დაგეგმვა და ა.შ), აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობითა და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს თანამშრომლობით.
საქართველოს კიბერ-უსაფრთხოების კონცეფციაში წერია, რომ კიბერ-უსაფრთხოების პოლიტიკას 5 ძირითადი მიმართულება აქვს:
- კვლევა და ანალიზი
- ახალი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა
- კიბერ-უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინსტიტუციური კოორდინაცია
- საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება
- საერთაშორისო თანამშრომლობა
სპეციალისტებმა ყურადღება ახალი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიის პრეენტაციამდე დაიწყეს.
მიმდინარე წლის თებერვლში საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.” მაშინ საქართველოს უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ეს კანონპროექტი იყო ერთ-ერთი კომპონენტი საქრთველოს კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგიისა.
აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, თუ სამომავლოდ მნიშვნელოვან კერძო და სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაციულ უსაფრთხოებას პრობლემები შეექმნება, მის მოგვარებაზე სახელმწიფო იზრუნებს. ხარვეზის აღმოფხვრისას კი მისთვის ხელმისაწვდომი იქნება კომპიუტერულ სისტემაში დაცული ინფორმაცია.
ჯერჯერობით, გარკვეული არ არის, რა ტიპის კერძო სტრუქტურები მოექცევიან აღნიშნული კანონროექტის რეგულირების ქვეშ. დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ ”ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევა. კერძოდ, ტერმინი ”კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტი” შეიცვლება ტერმინით ”კრიტიკული ინფორმაციული სისტემა.” ლაშა დარსალია მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებით უფრო მკაფიო გახდება, თუ ვის შეეხება კიბერ-უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში მომზადებული კანონი ”ინფორმაციული უფასრთხოების შესახებ.”
იურისტები და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი გარკვეულ ბუნდოვან დებულებებს შეიცავს და ქმნის საფრთხეს, რომ სახელმწიფო უწყებას(იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო) ექნება საშუალება, ხელი მიუწვდებოდეს კერძო კომპანიებში დაცულ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, საჯარო უწყებები შეძლებენ, გარკვეული სახის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადონ.
კითხვაზე, რატომ უნდა იზრუნოს სახელმწიფო სტრუქტურამ კერძო ბანკის კიბერ-უსაფრთხოების დაცვაზე, როცა ამ უსაფრთხოებას ბანკები ისედაც იცავენ, ლაშა დარსალია პასუხობს, რომ სახლემწიფო ბანკებს, ენერგოსისტემების, კომუნიკაციების მმართველ კომპანიებს უსაფრთხოების დამატებით მექანიზმებს შესთავაზებს და ეს არ იქნება მათ საქმიანობაში ჩარევა.
”ჩვენ სახელმწიფოში გვაქვს ღია ეკონომიკა და დამატებითი ჩარევა კერძო ბიზნესში არ გვინდა. უსაფრთხოების სტანდარტები არ შეიქმნება ისე, რომ ლიბერალური ეკონომიკა დაზარალდეს,” – განაცხადა ლაშა დარსალიამ.
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, კიბერ-უსაფრთხოების სტრატეგია 2012-2015 წლებში უნდა განხორციელდეს. სტრატეგიის შესრულების შედეგები კი ყოველწლიურად შეფასდება.
საქართველოს უშიშროების საბჭოს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლაშა დარსალიას თქმით, აღნიშნული სტრატეგია ზოგადი პრინციპებითაა გაჯერებული და ის არ დაუტვირთავთ კონკრეტული საფრთხეებით. მისი თქმით, ყველა სადავაო, ბუნდოვანი საკითხი, რომელზეც ახლა პასუხი არ არსებობს, მუშავდება და შესაბამის კანონმდებლობაში სამომავლოდ დეტალურად ჩამოყალიბდება.
კიბერ-უსაფრთხოების კონცეფციის პრეზენტაცია ნატოს საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საჯარო ბიბლიოთეკაში დღეს, 20 მარტს გაიმართა.