მაიკროსოფტის მკვლევარებმა ახალი პროგრამა შეიმუშავეს. პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ხმის ტემბრს და ჟღერადობას შეისწავლოს და შემდეგ მათი გამოყენებით ნებისმიერ ენაზე თქვენი ხმით საუბარს შეძლებს.
მკვლევარები აცხადებენ, რომ პროგრამას რამდენიმე დადებითი თვისება აქვს, ის შეიძლება გამოიყენონ უცხო ენის ადვილად შესწავლისთვის, ასევე, გამოადგებათ ტურისტებს ადგილობრივ მცხოვრებლებთან სასაუბროდ.
საჩვენებელ პრეზენტაციაზე მაიკროსოფტის ერთ–ერთმა თანამშრომელმა და პროგრამის ავტორმა ფრენკ სუნგმა საკუთარი უფროსის ხმა გამოიყენა, რომელიც ჯერ ესპანურად აალაპარაკა, შემდეგ კი– ჩინური ენის ერთ–ერთ დიალექტზე.
ფრენკ სუნგის განცხადებით, პროგრამა ჯერ კიდევ დასახვეწია და საბოლოოდ საუბრის თარგმნას 26 ენაზე შეძლებს.