ჩინური კომპანია თხოვს მებაჟეებს, შეაჩერონ ქვეყანაში Apple’s iPad-ის ექსპორტ-იმპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ ჩინური კომპანიის მოთხოვნა შესრულდება, მას გავლენა ექნება გლობალურ გაყიდვებზე, ვინაიდან ჩინეთი კომპანია Apple-ის საკვანძო საწარმოო ბაზაა.
IPad-ის სახელის ფლობის უფლება გრძელვადიანი დავის საგანი გახდა Apple-სა და ელექტრონიკის კომპანია Proview-ს შორის.
გასულ წელს Proview–მ მოიგო სასამართლოს პირველი ინსტანცია, რომელიც Apple–მა უკვე გაასაჩივრა.
Proview–ს განცხადებით, კომპანია დაუკავშირდება ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა პროდუქციის გაყიდვები დაბლოკოს. ფირმის ადვოკატი აღნიშნავს:
“ჩვენ ვმუშაობთ, რომ საბაჟომ აკრძალოს IPad-ის იმპორტი და ექსპორტი, რომელთაც სასაქონლო ნიშნის დარღვევა აქვთ”.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, ათეულობით IPad-ი აიღეს გასაყიდი თაროებიდან ქალაქ Shijiazhuang–ში.
Apple-მა განცხადება გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით: “ ჩვენ Proview-ს მსოფლიო უფლება აიპადის სავაჭრო ნიშანზე 10 სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ შევიძინეთ.Proview უარს აცხადებს, პატივი სცეს Apple-თან შეთანხმებას, ჩინეთის და ჰონგ კონგის სასამართლოებმა ამ შემთხვევაში Apple–ის მხარე დაიჭირეს. ჩვენი საქმე კვლავ ჩინეთში იმყოფება”.
მიუხედავად იმისა, რომ დავა გრძელდება, არსებობს მოლოდინი, რომ Apple–ი მარტში IPad-ის ახალ ვერსიას წარადგენს. ინფორმაციას არ ადასტურებს თავად კომპანია, არავისთვისაა სიურპრიზი, რომ Apple მომავალ გეგმებზე წინასწარ არასდროს საუბრობს.